ავტორიზაცია

VIDEO: პირველი გოლი როტორში - ქავთარაძემ რუსეთის მე-2 ლიგაში გაიტანა

თარიღი 11 Sep 2021, 22:20

რუსეთის მეორე დივიზიონის მე-10 ტურის მატჩში ვოლგოგრადის როტორი საკუთარ მოედანზე აკრონთან 1-2 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ბექა ქავთარაძემ გაიტანა, რომელიც საქმეში 59-ე წუთზე ჩაერთო. ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა.

ბექა ქავთარაძისთვის ეს როტორში პირველი გოლი იყო. ილია ბერიაშვილმა გატანა სადებიუტო მატჩშივე მოახერხა. ორივე ფეხბურთელი კლუბს 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.

როტორი რუსეთის მეორე დივიზონში 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-12 პოზიციაზეა.