ავტორიზაცია

"წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით", - ალეგრი ნაპოლისთან მარცხის და სამ ტურში მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ

"წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით", - ალეგრი ნაპოლისთან მარცხის და სამ ტურში მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ
თარიღი 12 სექ 2021, 10:31

„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, „ნაპოლისთან“ განცდილი მარცხი (1:2) შეაფასა.

„დაცვაში სწორად ვითამაშეთ, გუნდს ამ მატჩის შედეგად ვერაფერში დავემდურები. რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი უზუსტობა იყო და პირველ ტაიმში კიდევ მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო.

ახლა ერთადერთი საფიქრალი ჩემპიონთა ლიგაა - ამ ტურნირზე სვლა სწორად უნდა დავიწყოთ. ახლა, ჩვენ ყველა შეცდომა ძვირად დაგვიჯდება, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ.

დღევანდელი მატჩი კარგი იყო, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ჩემპიონატი ხანგრძლივია, აუცილებელია გამარჯვებების გზას დავადგეთ.“ - ციტირებს ალეგრის სიტყვებს „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ტურინულმა გუნდმა ჩემპიონატი 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცუდად დაიწყო, გუნდი 3 ტურის შემდეგ 1 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

„ნაპოლისთან" შეხვედრაში „იუვენტუსმა" ანგარიში მე-10 წუთზე ალვარო მორატას გოლით გახსნა, თუმცა ნეაპოლიტანელებმა თამაში მეორე ტაიმში პოლიტანოს და კულიბალის გოლებით შემოატრიალეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.