"ყველა რონალდუზე ლაპარაკობს", - დელ პიერომ იუვენტუსის ცუდი დასაწყისის მიზეზებზე ისაუბრა
„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ, გუნდის მიერ სეზონის ცუდ დასაწყისზე ისაუბრა.
ტურინულმა გუნდმა სერია ა-ს 3 სასტარტო ტურში 1 ქულა მოიპოვა.
„იუვენტუსის ასეთი ცუდი სტარტით გაკვირვებული ვარ, მაგრამ „ნაპოლისთან“ წაგებით - არა. ვფიქრობ, ამას ბევრი მიზეზი აქვს.
ყველა კრიშტიანუ რონალდუზე ლაპარაკობს, რომელმაც გუნდი ბოლო მომენტში დატოვა. თუმცა, იქ სხვა ბევრი მიზეზიც არის.
ალეგრის მოსვლით „იუვენტუსს“ ძალიან ბევრი დრო დასჭირდება ძველი თამაშის დასაბრუნებლად. „ნაპოლიმ“ კი, სპალეტისთან ერთად წინგ ადადგა დიდი ნაბიჯი.
რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ხვდებიან, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. უფრო გამოცდილებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ, ისევე როგორც თავად ალეგრიმ.
მნიშვნელოვანია, რომ მან დაივიწყოს თუ რა იყო ადრე, როცა მან გუნდი დატოვა. მთავარია - ვინ თამაშობს ამ გუნდში დღეს.“ - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს Football Italia.