ავტორიზაცია

"ეს იყო სიმპტომი რაღაცის, რაც არ მუშაობდა", - დელ პიერომ რონალდუს და იუვენტუსის განშორებაზე ისაუბრა

"ეს იყო სიმპტომი რაღაცის, რაც არ მუშაობდა", - დელ პიერომ რონალდუს და იუვენტუსის განშორებაზე ისაუბრა
თარიღი 14 Sep 2021, 11:49

„იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ, გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.

„აშკარაა, რომ რონალდუს დარჩენა არ უნდოდა. ასევე აშკარაა, რომ ეს კლუბისთვისაც სასარგებლო იყო, რადგან მაღალი ხელფასის გადახდა არ მოუწევს.

კრიშტიანუ არის ჩემპიონი, რომლის დამატებაც აუცილებელი იყო. საბოლოოდ, როგორც ჩანს პრობლემა უფრო იმაში მდგომარეობდა, რომ გუნდმა ასეთი სუპერვარსკვლავის გარშემო გაზრდა ვერ მოახერხა.

ხშირად, რონალდუს პერფომანსი ცალკეულად ფასდებოდა და არა „იუვენტუსთან“ მიმართებაში და ეს არის რაღაცის სიმპტომი, რამაც ვერ იმუშავა.“ - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „იუვენტუსი“ გასულ ზაფხულს დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა.