ავტორიზაცია

რამდენჯერ მიიღო ტრავმა და რამდენი მატჩი ჩაატარა ანანიძემ ბოლო 5 წელში?

რამდენჯერ მიიღო ტრავმა და რამდენი მატჩი ჩაატარა ანანიძემ ბოლო 5 წელში?
თარიღი 14 სექ 2021, 13:15

გუშინ მოგახსენეთ, რომ "დინამო თბილისის" ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ ვარჯიშზე კვლავ ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნების დრო უცნობია.

სამწუხაროდ, ანანიძეს ბოლო წლებში ტრავმები სულ აწუხებს და ამის გამო, მას ფეხბურთი, ფაქტობრივად, არ უთამაშია.

ყველაფერი რუსეთის ჩემპიონატიდან დაიწყო. "სპარტაკში" ჯანო წლები თამაშობდა და კარგადაც იყო, თუმცა ბოლოს ტრავმებმა შეაწუხა, მოსკოვურ გუნდს კი ჯერ მისი განათხოვრება, შემდეგ კი გაშვება მოუწია.

დღეს კი ის სურათი მივიღეთ, რომ ანანიძეს საქართველოს ჩემპიონატში ჩამოსვლა მოუწია, სადაც ასევე ვერ თამაშობს.

2016 წლიდან მოყოლებული, ანანიძემ ჯამში ტრავმა სულ 9-ჯერ მიიღო და ამის გამო ჯამში თითქმის 3 წელი გაუცდა. 

ძირითადად, 28 წლის ფეხბურთელის ტრავმიანობა მუხლთან იყო დაკავშირებული და ახლაც ასეა.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჯანომ ჯამში 71 მატჩი ჩაატარა, იგულისხმება სანაკრებო შეხვედებიც. ამ 71 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.