ავტორიზაცია

კობიაშვილი არველაძეს: "რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"

კობიაშვილი არველაძეს: "რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!"
თარიღი 14 სექ 2021, 15:44

შოთა არველაძისა და ლევან კობიაშვილის მედია დიალოგი გრძელდება. საინტერესო განცხადებამ ამჯერად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან გაიჟღერა:

"აქ იმაზე არაა საუბარი, რომ შოთის ან აჩის არა აქვთ უფლება, თქვან. რასაკვირველია, სათქმელი უნდა დააფიქსირონ. ჩემი რეაქცია რასთან დაკავშირებითაც იყო, ის ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშს შეეხო.

შინაარსობრივად აცდენა არ გვაქვს, მეც ასეთივე კრიტიკული ვიყავი. თუმცა, ბულგარეთში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს ანტალიის შეკრება ხომ არააო?! სამი მცველით ითამაშებ თუ არა, საერთოდ არაფერ შუაშია, პრობლემა სხვა რამეშია.

რა იცი, რომ ამ ტაქტიკით თამაშზე ნავარჯიშები არ აქვთ? იქ იყავი?!", - განაცხადა გელზენკირხენის "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "სპორტის საათში". არველაძისა და კობიაშვილის დიალოგი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ არსებულ ბმულებზე:

"ეს იყო სამარცხვინო" - კობიაშვილმა ნაკრების მატჩები შეაფასა