ავტორიზაცია

"კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს", - რუსული მედიის ახალი კერპი და ათვალწუნებული ხვიჩა

"კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს", - რუსული მედიის ახალი კერპი და ათვალწუნებული ხვიჩა
თარიღი 14 Sep 2021, 16:55

ყაზანის "რუბინისა" და ეკატერინბურგის "ურალის" შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიფორმა საგოლე გადაცემა, გუნდის ახალწვეულმა ანდრეს დრაიერმა კი ჰეტ-ტრიკი შეასრულა.

რუსულმა ტელეკომპანია THB-მ შეაქო სწორედ დანიელი შემტევი, ქართველი ვინგერი კი გააკრიტიკა კიდეც. როგორც ჩანს, რუსულ მედიას მალე ახალი კერპი ეყოლება.

"დრაიერი კვარაცხელიას მალე დაჩრდილავს. ფაქტია, რომ დანიელი შემტევი ქართველ ვინგერზე შედეგიანია. მართალია, ანდრესს არ აქვს ხვიჩას დრიბლინგი, მაგრამ სხვა ყველაფერში ის სრულ წესრიგშია.

რაც შეეხება რუბინის 21-ე ნომრის საგოლე გადაცემას, გოლად ის მხოლოდ ავტორის მოქნილობის შედეგად იქცა. 20-წლის გარემარბი ბურთს დიდხანს იჩერებდა, ხშირად კი კარგავდა.

ალბათ გასაგებია, თუ რატომ ვერ გადავიდა ის ევროპულ ტოპ კლუბში გასულ ზაფხულს", - წერენ რუსი ჟურნალისტები კვარაცხელიას გუშინდელი მატჩის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა კლუბმა "მიდტიულანდის" ყოფილი ფლანგელი იყიდა სწორედ ქართველი შემტევის შესაცვლელად, თუმცა როგორც ვხედავთ, ახლა ორივე ერთ გუნდშია.