ავტორიზაცია

საინტერესო დეტალი ვან დეიკის კონტრაქტიდან - ნიდერლანდელის დარჩენა დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი

საინტერესო დეტალი ვან დეიკის კონტრაქტიდან - ნიდერლანდელის დარჩენა დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი
თარიღი 14 სექ 2021, 17:29

ევროპული ფეხბურთის მთავარმა ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაამხილა ვირჯილ ვან დეიკის "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივების საინტერესო დეტალი.

მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნიდერლანდელმა ცენტრალურმა მცველმა თანაქალაქელ "ევერტონთან" შეხვედრის შემდეგ ლაზარეთში გადაინაცვლა.

მერსისაიდულმა კლუბმა ამ ჯესტით გამოუცხადა სრული ნდობა და მხარდაჭერა თავის უკანახაზელს. ცოტა ხნის წინ კი "წითლების" ცენტრბექის დარჩენა გაოფიციალურდა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა მცველმა ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა ცხრა თვე, გასული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის ჩემპიონატიც.