ავტორიზაცია

სლუცკი: "ხვიჩამ და დესპოტოვიჩმა ერთად ითამაშეს მხოლოდ ერთი საათი, თუმცა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბეს"

სლუცკი: "ხვიჩამ და დესპოტოვიჩმა ერთად ითამაშეს მხოლოდ ერთი საათი, თუმცა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბეს"
თარიღი 14 Sep 2021, 18:32

ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ შეაქო ლაზარეთიდან დაბრუნებული თავისი შეგირდები - ჟორჟე დესპოტოვიჩი და ხვიჩა კვარაცხელია:

"კვარაცხელიამ და დესპოტოვიჩმა ერთად ითამაშეს სულ რაღაც ერთი საათი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი საათი არ არის. ეს ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე ველოდით", - განაცხადა რუსმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეებმა" ეკატერინბურგის "ურალი" ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. ქართველმა შემტევმა გააკეთა საგოლე გადაცემა და ამის გარდა, დიდი როლი ითამაშა ანდრეს დრაიერის პირველ ბურთში.

რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული შვიდი ტურის შემდეგ, სლუცკის გუნდი 14 ქულით იკავებს მეოთხე ადგილს. ლიდერ სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" ჩამორჩენა 3 ქულას შეადგენს.

რაც შეეხება "რუბინის" ახალგაზრდა ვინგერს, მას არ აქვს ტრავმა მოშუშებული ბოლომდე, ამის გამო, დამრიგებელმა ის მატჩის 63-ე წუთზე სოლთმურად ბაკაევით შეცვალა.