"ბარსელონას ადგილზე მესის ნაცვლად კვარაცხელიას ავიყვანდი", - ჩერდანცევი
ცნობილმა კომენტატორმა, გეორგი ჩერდანცევმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. რუსი ჟურნალისტი დარწმუნებულია იმაში, რომ ქართველს წარმატებული კარიერა ექნება:
"ჩემი აზრით, კვარაცხელია არის უნიკალური ნიჭის მქონე ფეხბურთელი. ის ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშებს. ბარსელონას ადგილზე, მესის ნაცვლად სწორედ ქართველს ავიყვანდი.
ის პრემიერ ლიგასაც მოუხდებოდა. ინგლისში უყვართ სწრაფი და ტექნიკური ახალგაზრდა მოთამაშეები, უბრალოდ მთავარია ჯანმრთელობამ არ გიმტყუნოს. დარწმუნებული ვარ, ხვიჩას წარმატებული კარიერა ელის.
რუბინი იმსახურებს პატივისცემას იმის გამო, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღმოაჩინა. ვფიქრობ, ორ ან სამ სეზონზე მეტი რუსეთის ჩემპიონატში გაჩერება არ ღირს".
შეგახსენებთ, რომ ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზანელთა შემტევმა ეკატერინბურგის "ურალის" წინააღმდეგ ითამაშა. 20-წლის ვინგერმა ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.