ავტორიზაცია

კაშია: "ხოჭოლავა ჩამოდის 3 ქულის ასაღებად, თუმცა წაგებას არც ჩვენ ვაპირებთ"

კაშია: "ხოჭოლავა ჩამოდის 3 ქულის ასაღებად, თუმცა წაგებას არც ჩვენ ვაპირებთ"
თარიღი 15 სექ 2021, 11:06

ხუთშაბათს, 16 სექტემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში "კოპენჰაგენი" ბრატისლავას "სლოვანს" ესტუმრება. შეგახსენებთ, სლოვაკურ გუნდში თამაშობენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, დანიაში კი დავით ხოჭოლავა.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კაშიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ლომები" ჩამოვლენ სამი ქულის ასაღებად, თუმცა წაგებას არც მისი გუნდი აპირებს.

"კოპენჰაგენთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. დაგვესწრება ბევრი გულშემატკივარი და ეს იქნება ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი. ცხადია, შინაური კედლების ფაქტორი ჩვენი უპირატესობაა.

მოწინააღმეგე გუნდში თამაშობს ჩემი თანამემამულე ხოჭოლავა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ის ჩამოვა სამი ქულის ასაღებად, თუმცა წაგებას არც ჩვენ ვაპირებთ".

შეგახსენებთ, "თეთრებისა" და ვლადიმირ ვაისის გუნდის გარდა, აღნიშნულ ჯგუფში აგრეთვე არიან "პაოკი" და "ლინკოლნი". ორივე შეხვედრა 20:45 საათზე დაიწყება.