ავტორიზაცია

"მესის გარეშე საფეხბურთო სამყარო სხვანაირი იქნებოდა", - სუარესი

"მესის გარეშე საფეხბურთო სამყარო სხვანაირი იქნებოდა", - სუარესი
თარიღი 16 სექ 2021, 18:24

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდისა და თავისი მეგობრის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ლეო მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი არ არის. მის გარეშე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნებოდა. მე ბევრად ნაკლებ გოლს გავიტანდი! წინ, მომდევნო ოცნებისთვის", - წერს ურუგვაელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დაწყების წინ, "ბარსელონამ" ლუის სუარესი მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კი კატალონია უფასოდ უკვე ლიონელ მესიმ დატოვა. როგორც ვიცით, არგენტინელმა თავდამსხმელმა კარიერა "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელა.