ავტორიზაცია

"პსჟ-ს მესი აღარ არის ისეთი მრისხანე, როგორიც ბარსელონაში იყო", - ჟინოლა

"პსჟ-ს მესი აღარ არის ისეთი მრისხანე, როგორიც ბარსელონაში იყო", - ჟინოლა
თარიღი 16 სექ 2021, 18:29

საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ყოფილი ნახევარმცველი, დავიდ ჟინოლა დარწმუნებულია, რომ პარიზელთა ახალწვეული, ლიონელ მესი ვერ გამოიჩენს თავს ისე, როგორც ელიან. მოგეხსენებათ, არგენტინელ სუპერვარსკვლავს ივნისის თვეში 34 წელიწადი შეუსრულდა.

"მესის "პსჟ"-ში გადასვლა ფრანგული ფეხბურთისთვის შესანიშნავია. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ლეო ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც "ბარსაში" იყო".

"34 წლის არის, ახლა გზის ბოლოში უფროა, ვიდრე დასაწყისში", - ციტირებს ჟინოლას სიტყვებს ფრანგული გამოცემა RMC.

შეგახსენებთ, მესი "პსჟ"-ში აგვისტოს დასაწყისში "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელმა პარიზულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თანამშრომლობის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.