ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ჩემი შემდეგი გაჩერება სანაკრებო ფეხბურთი იქნება"

გვარდიოლა: "ჩემი შემდეგი გაჩერება სანაკრებო ფეხბურთი იქნება"
თარიღი 16 Sep 2021, 18:32

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე (2023 წლამდე) კლუბიდან წასვლას არ აპირებს, შემდეგ კი წინააღმდეგი არ არის სანაკრებო დონეზე იმუშაოს.

"დიახ, მომდევნო ნაბიჯი ნაკრები იქნება, თუ ამის შესაძლებლობა გამოჩნდება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Globo Esporte.

"სიტიში" გატარებული 7 წლის შემდეგ დასვენება დამჭირდება, მომიწევს გავჩერდე და მიმოვიხედო, რა ვისწავლე სხვა მწვრთნელებისგან და შეიძლება, ნაკრები გავწვრთნა".

"ევროზე, კოპა ამერიკაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობას ვისურვებდი", - დასძინა გვარდიოლამ.შეგახსენებთ, 50 წლის ესპანელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტის" სათავეში 2017 წლიდან უდგას.