ავტორიზაცია

ვის განიხილავს მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელად?

ვის განიხილავს მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელად?
თარიღი 16 სექ 2021, 19:25

"ვესტ ჰემის" ნახევარმცველი, დეკლან რაისი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" პრიორიტეტული სამიზნეა, წერენ ბრიტანულ პრესაში.

ინგლისურ გრანდში პოტენციური ტრანსფერის ფორმატს უკვე განიხილავენ. 22 წლის შუახაზელს "ჩაქუჩებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

როგორც ვარაუდობენ, 2021/22 წლების სეზონი რაისისთვის ლონდონურ კლუბში უკანასკნელი იქნება.თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" ლიდერში პოლ პოგბას პოტენციურ შემცვლელს ხედავს, რომელიც შესაძლოა მომავალ ზაფხულს ინგლისიდან აიბარგოს.

"ეშმაკუნების" 28 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდება მადრიდის "რეალს" სურს, რომელიც უკვე დიდი ხანია მანიკუნიანელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს აკვირდება.