ავტორიზაცია

ბაიერნიდან საბურთალომდე - ვინ არის თბილისური გუნდის გერმანელი ახალწვეული?

ბაიერნიდან საბურთალომდე - ვინ არის თბილისური გუნდის გერმანელი ახალწვეული?
თარიღი 16 სექ 2021, 19:44

როგორც მოგეხსენებათ, "საბურთალომ" დაიმატა შემტევი ნახევარმცველი, სიმონ სეფერინგსი. გერმანელ ფლეიმეიქერს აქვს საკმაოდ საინტერესო კარიერა, რომლის შესახებ ახლა ვისაუბრებთ.

თბილისური კლუბის ახალწვეული გამთამაშებელი არის მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილი, რომლის აკადემიასა და მეორე გუნდში ის 2010-2014 წლებში ირიცხებოდა.

ალემანმა ჰავბეკმა "რეკორდმაისტერის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში საერთო ჯამში ჩაატარა 76 შეხვედრა, გაიტანა 21 გოლი და აგრეთვე გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.

"ბავარიას" დატოვების შემდეგ, 26-წლის შუახაზელმა მოიარა თანაქალაქელი "მიუნხენ 1860", აახენის "ალემანია", "ჰაიმშტეტენი" და "გარჰინგი". საუკეთესო პერიოდი სეფერინგსმა გაატარა "მიუნხენში", 46 მატჩი, 8 გოლი, 5 ასისტი.

საერთო ჯამში კი გერმანელმა შემტევმა ნახევარმცველმა თავისი კარიერის განმავლობაში ჩაატარა 191 შეხვედრა, გაიტანა 44 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა. სიმონის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 75 000 ევროა.