ავტორიზაცია

რეალს მომავალ ზაფხულს დიდი ალბათობით 3 ვეტერანი დატოვებს

რეალს მომავალ ზაფხულს დიდი ალბათობით 3 ვეტერანი დატოვებს
თარიღი 16 Sep 2021, 21:30

"რეალი" სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება.

ასე ად ამგვარად, 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან: მარსელო, ისკო და გარეტ ბეილი.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, დიდი ალბათობით, ყველა ზემოთნახსენები მოთამაშე მადრიდს სპორტული და ფინანსური მიზეზების გამო დატოვებს.

აგრეთვე, ერთი წლის შემდეგ ხელშეკრულება ეწურება ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩსაც, მაგრამ "რეალი" მასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას გეგმავს.