გვარდიოლა: "გრილიშის ტრანსფერში სინამდვილეში დავხარჯეთ არა 100 მილიონი, არამედ 40"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ასტონ ვილადან" ნახევარმცველ ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"გრილიში შევიძინეთ, რადგან ფეხბურთელების გაყიდვით 60 მილიონი ფუნტი მივიღეთ, ასე რომ მასში 40 მილიონი დავხარჯეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ვერ გავაკეთებდით".
"ნებისმიერ კლუბში მფლობელი წყვეტს, თუ რა უნდა. ჩვენს მფლობელებს ამ სამყაროში ცხოვრება სურთ, ფეხბურთელების ყიდვა უნდათ. რაშია პრობლემა?", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" "ასტონ ვილას" გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ეს ტრანსფერი პრემიერ ლიგის ისტორიაში აღმოჩნდა ყველაზე ძვირადღირებული, ინგლისელ ფეხბურთელებს შორის.