მხოლოდ ხოჭოლავამ მოიგო - ქართველებისთვის ევროტურნირები საშინლად დაიწყო
ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები დასრულებულია.
დღეს დაიწყო ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროტურნირების 2021/2022 წლის სეზონი. წარმოგიდგენთ, როგორი იყო ქართული ლეგიონისთვის პირველი ტური, რომელიც ჩემი მოსაზრებით, იყო საშინლად ცუდი.
გიორგი ხარაიშვილის და ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ლევერკუზენთან მარცხი იწვნია, 1-2. არცერთი ქართველი განაცხადში არ ყოფილა.
ევროპა ლიგაზე მოთამაშე მეორე ქართველიც დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა, 71-ე წუთზე შეცვალეს. შტურმი ფრანგულ მონაკოსთან დამარცხდა, 1-0.
რაც შეეხება, კონფერენს ლიგას: ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენთან 1-3 დამარცხდა. ეს იყო დღეს ერთადერთი გამარჯვება, რომელშიც ქართველმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა.
მოიგო გიორგი ჩაკვეტაძის გენტმაც ესტონეთში, ფლორას წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე მთელი მატჩი სკამზე იჯდა. ეს კიდევ ერთი საშინელი სიტუაცია ჩვენთვის.
რაც შეეხება ქართულ/კვიპროსულ ანორთოსისს, თემურ ქეცბაიას გუნდი სერბულ პარტიზანთან 0-2 დამარცხდა. შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა კაჭარავა საქმეში 65-ე წუთიდან ჩაერთო, ნიკა ნინუა სკამზე დარჩა.
კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის მე-2 ტური 30 სექტემბერს გაიმართება.