ავტორიზაცია

VIDEO: ლორიას ორმაგი SAVE! - უეფამ ქართველის თამაში გამოარჩია

თარიღი 17 სექ 2021, 17:49

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ანორთოსისი სერბულ პარტიზანთან 0-2 დამარცხდა.

უეფას კონფერენს ლიგის ოფიციალურმა გვერდმა აღნიშნული მატჩიდან ანორთოსისის ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას თამაში გამოარჩია. მარცხის მიუხედავად, 35 წლის კიპერი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

აღნიშნულ მატჩში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კაჭარავა კი საქმეში 65-ე წუთიდან ჩაერთო. ნიკა ნინუა სათადარიგოთა შორის იყო.

ანორთოსისი აღნიშნულ ჯგუფში ესტონურ ფლორასთან, ბელგიურ გენტთან და სერბულ პარტიზანთან ერთადაა.