ავტორიზაცია

რონალდუს გადმოსვლის შემდეგ, კავანი ორი კლუბის წინადადებას განიხილავდა

რონალდუს გადმოსვლის შემდეგ, კავანი ორი კლუბის წინადადებას განიხილავდა
თარიღი 17 სექ 2021, 19:25

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, "მანჩესტერ იუნაიტედს" ფორვარდ ედინსონ კავანის გაშვება უნდოდა.

ურუგვაელის დამატება "ბარსელონას" შესთავაზეს, რომელიც ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოში" გაშვებაზე მუშაობდა, აგრეთვე "იუვენტუსსაც", რომელიც მიუხედავად მოიზე კინის ტრანსფერისა კიდევ ერთი თავდამსხმელის მიწვევას გეგმავდა.

როგორც აღინიშნება, "ეშმაკუნები" კავანის გაყიდვას იმისათვის ცდილობდნენ, რათა კრიშტიანუ რონალდუსთვის 7 ნომერი გაეთავისუფლებინათ.

თავდაპირველად "იუვენტუსს" "პსჟ"-ს ფორვარდ მაურო იკარდის ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. ტურინელები კავანიზე არ ფიქრობდნენ, თუმცა მისი დამატების შეთავაზება მიიღეს.

საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, რომ რონალდუმ შვიდნომრიანი მაისური მაინც მიიღო, კავანი კი "მანჩესტერში" დარჩა.