ავტორიზაცია

"კიტეიშვილის გაყვანით, შტურმი მონაკოსთან მარცხს შეეგუა", - ავსტრიული პრესა ევროპა ლიგის მატჩის შესახებ

"კიტეიშვილის გაყვანით, შტურმი მონაკოსთან მარცხს შეეგუა", - ავსტრიული პრესა ევროპა ლიგის მატჩის შესახებ
თარიღი 17 სექ 2021, 21:10

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში "მონაკომ" მინიმალური ანგარიშით "შტურმ გრაცი" დაამარცხა. ავსტრიელთა რიგებში თამაშობდა ოთარ კიტეიშვილიც, რომელიც ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა.

Weltfussball-მა "შავ-თეთრებს" მიუძღვნა სიახლე, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველიც ახსენა. შეგახსენებთ, "შტურმის" ფლეიმეიქერი მოედნიდან 71-ე წუთზე გავიდა.

"შტურმი მონაკოსთან მარცხს შეეგუა 71-ე წუთზე, როდესაც მოედნიდან კიტეიშვილი და იებოა გაიყვანა. ლაზარეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნების მიუხედავად, ქართველმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, რასაც ვერ ვიტყვით იტალიელზე".

შეგახსენებთ, რომ "მონეგასკების" გარდა, გრაცელების მოწინააღმდეგეები ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან "რეალ სოსიედადი" და "პსვ ეინდჰოვენი".

აქვე დავამატებთ, ავსტრიელები თავიანთ შიდა პირველობაში ამჟამად არიან მეორე ადგილზე, ლიდერ "ზალცბურგთან" ჩამორჩენა კი შვიდ ქულას შეადგენს. "შავ-თეთრების" შემდეგი მეტოქე "სვაროვსკი ტიროლი" იქნება.