ავტორიზაცია

ლაპორტა: "დემბელეს შენარჩუნება ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი მიზანია"

ლაპორტა: "დემბელეს შენარჩუნება ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი მიზანია"
თარიღი 17 Sep 2021, 22:47

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი თავდამსხმელ უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

"მალე უსმანის აგენტებს შევხვდებით. დემბელესთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, ბრწყინვალედ იცის, თუ რა გვსურს, რათა კლუბში დარჩეს".

"შვიდი ნომერი მოსწონს, მითხრა, რომ ამ მაისურით ასპარეზობ და "ბარსელონას" ღირსების დაცვა სურს", - ციტირებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ლაპორტას სიტყვებს.

დემბელე "ბარსელონაში" 2017 წლის ზაფხულიდან ირიცხება. 2021/22 წლების სეზონში მას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, რადგან მუხლქვეშა მყესის ტრავმა აქვს და მკურნალობს.

ცნობისთვის, 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.