ავტორიზაცია

შოთა არველაძე: "სამწვრთნელო საქმიანობაში ვბრუნდები"

შოთა არველაძე: "სამწვრთნელო საქმიანობაში ვბრუნდები"
თარიღი 17 Sep 2021, 23:46

"ტრაბზონსპორის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ თურქულ Fanatik-თან საუბარში განაცხადა, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნებას ის წელს გეგმავს:

"ახლა არ ვმუშაობ და სტამბოლში ვიმყოფები. მქონდა შემოთავაზებები როგორც თურქეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდანაც, თუმცა კონკრეტულ დეტალებამდე საქმე არ მისულა.

სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას წელს ვგეგმავ. მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება, მინდა ვთქვა, რომ ქაისერისპორსა და ქასიმფაშაში კარგი შედეგები ვაჩვენე.

ტრაბზონსპორში კი სამწუხაროდ იგივეს გამეორება არ გამოვიდა. სუპერლიგაში წლიდან წლამდე ხსნიან უამრავ დამრიგებელს, რადგან, როდესაც გუნდი ვერ თამაშობს, მთავარ დამნაშავედ სწორედ თავკაცი ითვლება".

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია. მისი უკანასკნელი გუნდი იყო ტაშკენტის "ფახთაქორი", რომელსაც მან სამ წელიწადში ხუთი ტიტული მოაგებინა.

როგორც გვახსოვს, ვლადიმირ ვაისის საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, მის შემცვლელად სწორედ 48-წლის მწვრთნელი განიხილებოდა. არველაძემ მოგვიანებით "ჯვაროსნების" ჩაბარებაზე უარი თქვა.