ავტორიზაცია

ევროპის ტოპ 5 ლიგის ჯარიმების საუკეთესო დამრტყმელები ბოლო 5 წელში - ვინ არიან ისინი?

ევროპის ტოპ 5 ლიგის ჯარიმების საუკეთესო დამრტყმელები ბოლო 5 წელში - ვინ არიან ისინი?
თარიღი 18 სექ 2021, 00:20

Opta-მ გამოიკვლია ევროპის ტოპ-5 ლიგების ჯარიმების საუკეთესო დამრტყმელები. საუბარია უკანასკნელი ხუთი წლის მონაცემებზე, ანუ 2016/2017 წლების სეზონის სტარტიდან დღემდე.

ლა ლიგა - რთული მისახვედრი არ არის, რომ აღნიშნულ ჩემპიონატში პირველობას ინარჩუნებს "ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი, ლიონელ მესი, რომელმაც ხუთ წელიწადში 22 ჯარიმა გაიტანა.

პრემიერ ლიგა - "საუთჰემპტონის" კაპიტანი, ჯეიმს უორდ-პროუზი, რომელმაც 2016 წლის შემდეგ, თავი ზუსტად შესრულებული ცხრა ჯარიმით დაგვამახსოვრა. ინგლისელმა ჩამოიტოვა ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან კრისტიან ერიქსენი და ფილიპე კოუტინიო.

სერია ა - ლიდერობა გაყოფილია ალექსანდარ კოლაროვსა და პაულო დიბალას შორის, რომელთა ანგარიშზე ზუსტად შესრულებული შვიდი ჯარიმაა. ვნახოთ, ვინ გადაინაცვლებს პირველზე წლის ბოლოს.

ბუნდესლიგა - სამხელისუფლებიანობა - ანდრეი კრამარიჩი, მაქსიმილიან არნოლდი და ჯონატან შმიდი. აღნიშნული ტრიო ზუსტად შესრულებული ხუთი ჯარიმით ლიდერობს.

ლიგა 1 - ნაბელ ფეკირმა მშობლიური კუთხე დატოვა 2019 წელს, თუმცა მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხლობს. ფრანგი თავდამსხმელის ანგარიშზე ექვსი ჯარიმაა, მასთან ყველას ახლოს ანხელ დი მარია არის (5).

ლა ლიგა - ლიონელ მესი (ბარსელონა 2021 წლამდე) - 22 ჯარიმა

პრემიერ ლიგა - ჯეიმს უორდ-პროუზი (საუთჰემპტონი) - 9 ჯარიმა

სერია ა - ალექსანდარ კოლაროვი (რომა/ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი) - 7 ჯარიმა

ბუნდესლიგა - ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), მაქსიმილიან არნოლდი (ვოლფსბურგი), ჯონატან შმიდი (აუგსბურგი/ფრაიბურგი) - 5 ჯარიმა

ლიგა 1 - ნაბილ ფეკირი (ლიონი 2019 წლამდე) - 6 ჯარიმა