"გრილიშის ტრანსფერს ფინანსურად მხოლოდ ერთი კლუბი გაწვდა", - ასტონ ვილას მწვრთნელი
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის განცხადებით, გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, რომ "მანჩესტერ სიტი" ბირმინგემელთა აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას დათანხმდა.
"არ ველოდით, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი 100 მილიონი ფუნტის გადახდას ვინმე დათანხმდებოდა, მაგრამ ასეთი კლუბი მოიძებნა", - აცხადებს სპეციალისტი.
"თუმცა, ორი გეგმა გვქონდა: იმ შემთხვევისთვის, თუ გრილიში წავიდოდა და იმ შემთხვევისთვის, თუ დარჩებოდა. ჯეკმა დაგვტოვა, ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ", - ციტირებს სმიტის სიტყვებს Football Daily.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" 25 წლის ინგლისელი 2021 წლის 5 აგვისტოს "ასტონ ვილადან" 100 მილიონ ფუნტად იყიდა.