ავტორიზაცია

"მამარდაშვილის იდეალი ნოიერია, თუმცა სტილით ის კურტუას უფრო ჰგავს", - As-ი ქართველი მეკარის შესახებ

"მამარდაშვილის იდეალი ნოიერია, თუმცა სტილით ის კურტუას უფრო ჰგავს", - As-ი ქართველი მეკარის შესახებ
თარიღი 18 სექ 2021, 12:03

მადრიდის "რეალის" "ვალენსიაში" სტუმრობის წინ, გიორგი მამარდაშვილს სტატია As-მაც მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ ქართველი მეკარე ტიბო კურტუას შეადარა:

"მამარდაშვილის იდეალი ნოიერია, თუმცა სიმაღლით, კონდიციებითა და თამაშის სტილით ის კურტუას უფრო ჰგავს. ბელგიელი და ქართველი მეკარეები ლა ლიგის ყველაზე მაღალი კიპერები არიან.

კვირას, 19 სექტემბერს, ისინი სწორედ ერთამენთს დაუპირისპირდებიან. გიორგის სიმაღლე შეადგენს 1.99 მ-ს, ის ხელით მემარცხენეა, ისევე როგორც ტიბო - კიდევ ერთი მსგავსება.

მხატვრულად რომ ვთქვათ, ესპანეთის ჩემპიონატს ჰყავს ტყუპი კოშკები, რომელიც მადრიდსა და ვალენსიას ამშვენებს. საინტერესო არის კიდევ ის, რომ რეალის კარის დარაჯის სატრანსფერო ფასი "ღამურების" მეკარის ღირებულებაზე დაახლოებით 60-ჯერ უფრო მაღალია".

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" "მურსელაგოსს" ესტუმრება კვირას, 19 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე. "ლოს ჩეს" შემდი მოწინააღმდეგე კი "სევილია" იქნება.