ავტორიზაცია

ფრენის მოლოდინში! - მამარდაშვილი რეალთან სასტარტოშია!

ფრენის მოლოდინში! - მამარდაშვილი რეალთან სასტარტოშია!
თარიღი 19 სექ 2021, 21:43

ლა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში, 23 საათზე ერთმანეთს "ვალენსია" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ძირითადშია და დიდი გამოწვევისთვის მზადაა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მეკარემ ლა ლიგის პირველ 4 ტურში ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო.

მას მხოლოდ ორი გოლი აქვს გაშვებული, რაც ესპანეთში საუკეთესო შედეგია.