ავტორიზაცია

"მამარდაშვილმა გამოსვლა დააგვიანა" - ბორდალასი მეორე გაშვებულ გოლზე

"მამარდაშვილმა გამოსვლა დააგვიანა" - ბორდალასი მეორე გაშვებულ გოლზე
თარიღი 20 Sep 2021, 02:42

ლა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში ვალენსიასა და მადრიდის რეალის მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში ვალენსიას კარში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელმაც 8 სეივი განახორციელა, თუმცა მატჩის მიწურულს 2 ბურთი გაუშვა, მეორეში კი მისი ბრალეულობაც დიდი იყო.

"მამარდაშვილმა მეორე გოლის დროს გამოსვლა დააგვიანა, ბენზემამ კი მომენტი იდეალურად შეასრულა. კარიმის დონის ფორვარდები ასეთ შეცდომებს არ პატიობენ," - განაცხადა ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა.

მიმდინარე სეზონში ვალენსიას 5-ვე ოფიციალურ მატჩში "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში 20 წლის ქართველმა მეკარემ ითამაშა. იგი გუნდს მიმდინარე წლის ზაფხულში დინამო თბილისიდან შეუერთდა.