ავტორიზაცია

"გოლების მიუხედავად შესანიშნავი მატჩი ჰქონდა" - რას წერენ ვალენსიას ფანები მამარდაშვილზე?

"გოლების მიუხედავად შესანიშნავი მატჩი ჰქონდა" - რას წერენ ვალენსიას ფანები მამარდაშვილზე?
თარიღი 20 Sep 2021, 03:09

ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში ვალენსიას კარში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელმაც 8 სეივი განახორციელა, თუმცა მატჩის მიწურულს 2 ბურთი გაუშვა, მეორეში კი მისი ბრალეულობაც დიდი იყო.

მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა და სეზონის პირველი მარცხისა, ვალენსიას ესპანელი ქომაგები ფეხბურთელს სოციალურ ქსელში იცავენ.

@ibe4_vcf: "ნებისმიერ შემთხვევაში, გიორგი მამარდაშვილი ძალიან ახალგაზრდაა და მას შეუძლია დიდ პროგრესს მიაღწიოს, თუ მუშაობას გააგრძელებს".

@amuntvalencia_1: "გაშვებული გოლების მიუხედავად, გიორგის შესანიშნავი მატჩი ჰქონდა. გუნდი მომეწონა მთლიანად, უბრალოდ ბოლოში გავტყდით".

@Rovello1919: "მამარდაშვილი იმ დონემდე არასდროს შემიქია, ახალი კურტუა გახდებათქო, ან სილესენი აუცილებლად უნდა გავყიდითთქო, თუმცა ამ შეცდომის გამო მასზე გადავლას არ ვაპირებ. არ დაგვავიწყდეს, რომ ის 20 წლისაა და მომავლის ფეხბურთელად მივიჩნევ ვალენსიაში. ჩვენგან მოთმინებაა საჭირო".

@llido_alex: "აშკარად დააგვიანა რამდენიმე წამით გამოსვლა მეორე გოლზე და ბურთსაც მყარად ვერ იჭერდა ხელში.ის მეორე ხაუმე დომენეკი ხდება".

@jasonismo: "თავიდანვე გული მიგრძნობდა, რომ გიორგი მამარდაშვილი ამ მატჩის გაფუჭებას აპირებდა"

@VCFgerman: "ჯერ მხოლოდ მე-5 მატჩია და უკვე აკრიტიკებთ 20 წლის მეკარეს, რომელსაც წინა 4 კარგი მატჩი ჰქონდა? ეს ნამდვილად დიდი უბედურებაა ფანების მხრიდან".

@Chinocrack4: "სასწრაფოდ უნდა ვასწავლოთ მამარდაშვილს კარიდან სწორად გამოსვლა. სამწუხაროა, რომ ის 2 მეტრია და ასეთ შეცდომებს უშვებს".

@zonache_: "სასაცილოა მარცხი მამარდაშვილის კისერზე დავკიდოთ. ეს მატჩი გუნდმა წააგო".

ვალენსია მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს სევილიას წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე სეზონში "ღამურების" მაისურით 20 წლის მამარდაშვილისთვის ეს მე-5 მატჩი იყო.