ავტორიზაცია

"ბენზემამ მამარდაშვილს შეცდომა არ აპატია", - As-ი ვალენსია-რეალის მატჩზე

"ბენზემამ მამარდაშვილს შეცდომა არ აპატია", - As-ი ვალენსია-რეალის მატჩზე
თარიღი 20 სექ 2021, 11:52

"ვალენსია" - მადრიდის "რეალის" შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა As-იც, რომელმაც მისი ასპარეოზობა საერთო ჯამში დადებითად შეაფასა.

"მამარდაშვილმა თავის პირველ დიდ მატჩში რამდენიმე სეივი გააკეთა. ბენზემა თავიდან ვერ ახერხებდა გოლის გატანას, ამის გარდა, ქართველმა მეკარემ აზარისა და ვალვერდეს დარტყმებიც დაბლოკა.

ამის მიუხედავად, მის კარში ორი გოლი მაინც გავიდა - პირველ შემთხვევაში რიკოშეტით, მეორე შემთხვევაში კი მან კარიდან გამოსვლისას საკმაოდ უხეში შეცდომა დაუშვა.

ფრანგმა თავდამსხმელმა კი არ აპატია გიორგის ფეილი, შედეგად 2:1, მნიშვნელოვანი სამი ქულა რეალის აქტივში", - წერს ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "ღამურების" კიპერის შესახებ.

"მურსელაგოსის" რთული გრაფიკი ამით არ დასრულებულა: 22 სექტემბერი - სტუმრობა "სევილიაში", 25 სექტემბერი - საშინაო შეხვედრა ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

როდის დასრულდება რეალის და ბეილის ისტორია?