კავანი: "მანჩესტერის სიმბოლო ჩემთვის კანტონა არის"
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ იმის შესახებ ისაუბრა, "ეშმაკუნების" რომელ ყოფილ ფეხბურთელთან ერთად თამაშს ისურვებდა.
"ვფიქრობ, კანტონა - ეს არის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაშს ვისურვებდი", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს "ემიუს" ოფიციალური საიტი.
"მისი ხასიათისა და იმის გამო, თუ როგორ ცხოვრობდა ფეხბურთით. და, ამასთანავე, მოედანზე მისი პიროვნულობის გამოც", - დასძინა კავანიმ.
მოგეხსენებათ, ლეგენდარული ერიკ კანტონა "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 1992 წლიდან 1997 წლამდე იცავდა.რაც შეეხება კავანის, ედინსონი მანიკუნიანელთა რიგებში 2020 წლიდან ასპარეზობს.