ავტორიზაცია

მამარდაშვილის კომენტარი რეალთან მატჩის შემდეგ: "უიღბლობა, კარგი გამოცდილება"

მამარდაშვილის კომენტარი რეალთან მატჩის შემდეგ: "უიღბლობა, კარგი გამოცდილება"
თარიღი 20 სექ 2021, 12:49

"ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" შედეგს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბმა" 2:1 იმარჯვა.

"უიღბლობა, კარგი გამოცდილება", - წერს ქართველი გოლკიპერი თავის ინსაგრამში. "ღამურების" კარის დარაჯი უიღბლობაში გულისხმობს ზუსტადაც იმ ორ გაშვებულ გოლს.

პირველი გოლის დროს "ბლანკოსმა" 20-წლის გოლკიპერის კარი აიღო რიკოშეტით, მეორე გოლის მომენტში კი მეკარემ გამოსვლისას დაუშვა შეცდომა, რითაც კარიმ ბენზემამ ისარგებლა.

აქვე დავამატებთ, რომ "რეალთან" შეხვედრაში "მურსელაგოსის" 28-ე ნომერმა გააკეთა რვა სეივი, რაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მადრიდელებთან წაგებით, "ლოს ჩე" ჩამოქვეითდა მესამე ადგილზე. ლიდერი არის ისევ და ისევ "სამეფო კლუბი", რომელთან ჩამორჩენაც შეადგენს 3 ქულას, 13:10.

"ბენზემამ მამარდაშვილს შეცდომა არ აპატია", - As-ი ვალენსია-რეალის მატჩზე