ავტორიზაცია

რამოსი თუ მაგუაირი და რა განსხვავებაა მათ შორის? - ვარანის პასუხი

რამოსი თუ მაგუაირი და რა განსხვავებაა მათ შორის? - ვარანის პასუხი
თარიღი 20 სექ 2021, 13:30

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა პარალელი გაავლო თავის ყოფილ და ამჟამინდელ პარტნიორებს შორის. საუბარია სერხიო რამოსისა და ჰარი მაგუაირის შესახებ.

"რამოსი თუ მაგუაირი? მათი შედარება რთულია. ესპანელი ცენტრალური მცველის გვერდით ვითამაშე 10 წელი, მისი მოძრაობები ვიცოდი ზეპირად, ამას ჰქვია პარტნიორობა.

რაც შეეხება ინგლისელ უკანახაზელს, ის არის დიდებული ცენტრბექი, უბრალოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაში ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. გვინდა დრო და ვფიქრობ, ჩვენი ტანდემი მანჩესტერს ბევრ წარმატებას მოუტანს".

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი მადრიდის "რეალში" თამაშობდა 2011-2021 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხჯერ მოახერხა.

რაც შეეხება "სამეფო კლუბის" ყოფილი ცენტრალური მცველის "წითელ ეშმაკებში" ტრანსფერს, გარიგება ყველა დამატებითო ბონუსის გათვალისწინებით 50 მილიონი დაჯდა.