ავტორიზაცია

რამოსი: "მინდა, რომ მბაპე ჩემს გუნდში დარჩეს"

რამოსი: "მინდა, რომ მბაპე ჩემს გუნდში დარჩეს"
თარიღი 20 სექ 2021, 13:51

"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა, კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ისაუბრა:

"ვურჩევ თუ არა მბაპეს რეალში გადასვლას? საუბარია ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბზე და მსოფლიოს საუკეთესო კლუბზე ისტორიაში.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ადრე თუ გვიან მიდიან მადრიდში, თუმცა რაც შეეხება კილიანს, მინდა, რომ ის ჩემს გუნდში იყოს".

შეგახსენებთ, რომ ესპანელი უკანახაზელი "სამეფო კლუბიდან" "პსჟ"-ში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ.

ფრანგი თავდამსხმელის "ბლანკოსში" შესაძლო გადასვლა კი აქტუალურობას არ კარგავს. ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ პარიზელთა ფორვარდის "ბერნაბეუზე" გადასვლა გარდაუვალია.