ავტორიზაცია

"მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია" - კანისარესმა ქართველი დაიცვა

"მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია" - კანისარესმა ქართველი დაიცვა
თარიღი 20 სექ 2021, 14:09

ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში ვალენსიას კარში ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელმაც 8 სეივი განახორციელა, თუმცა მატჩის მიწურულს 2 ბურთი გაუშვა, მეორეში კი მისი ბრალეულობაც იყო, თუმცა ასე არ ფიქრობს ვალენსიას ლეგენდარული მეკარე სანტიაგო კანისარესი.

“ბენზემას გოლის მომენტში მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსმა ბურთი ცენტრალურ მცველებს შორის ჩააწოდა და მეკარეს სხვა გზა აღარ ჰქონდა. თუ მამარდაშვილი კარში დარჩებოდა, 95 პროცენტით, გოლი მაინც გავიდოდა. თუ გამოვიდოდა, ის მოხდებოდა, რაც მოხდა – ბენზემა ცოტათი არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო, მაგრამ ფრანგმა გოლი მაინც გაიტანა”, - განაცხადა კანისარესმა.

ვალენსია მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს სევილიას წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე სეზონში "ღამურების" მაისურით 20 წლის მამარდაშვილისთვის ეს მე-5 მატჩი იყო.