ავტორიზაცია

VIDEO: ბრწყინვალე შესრულება კვიპროსის ჩემპიონთან - ებრალიძემ ომონიას გაუტანა

თარიღი 20 სექ 2021, 21:49

კვიპროსის ჩემპიონატის მე-3 ტურში ქვეყნის ჩემპიონ ომონიასა და დოქსას შორის გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი სტუმართა მხრიდან 72-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ გაიტანა.

29 წლის ნახევარმცველი დოქსას 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

3 ტურის შემდეგ დოქსას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.