რეგრესი აშკარაა - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ზენიტთან საშინელი მატჩის შემდეგ?

რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ყაზანის რუბინი ქვეყნის ჩემპიონ ზენიტთან უშანსოდ, 1-3 დამარცხდა.
ალბათ, ყაზანის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდიდან ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც შეხვედრის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დასახელდა Sofascore-ს ვერსიით და 5.9 ქულა მიიღო.
"ხვიჩა კვარაცხელია ზენიტის წინააღმდეგ ბურთს 49-ჯერ შეეხო, გააკეთა 22 გადაცემა და აქედან 17 იყო ზუსტი, 77%. ამას გარდა, ქართველმა ნახევარმცველმა 15 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 4 მოიგო.
20 წლის შემტევმა ზენიტის წინააღმდეგ ბურთი 20-ჯერ დაკარგა, რაც მისი რუბინში ყოფნის პერიოდში ანტირეკორდული მაჩვენებელია.
ხვიჩა კვარაცხელიას პეტერბურგელების წინააღმდეგ 9-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა, რომლიდანაც მხოლოდ 2 იყო წარმატებული," - წერია Sofascore-ს სტატისტიკაში.
8 ტურის შემდეგ ყაზანის რუბინს სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიცია 14 ქულით უჭირავს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუბინის მაისურით 8-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.