ავტორიზაცია

"კვარაცხელიას სისხლჩაქცევები აქვს, მსაჯი სამარცხვინოა!" - სლუცკი გაცოფებულია

"კვარაცხელიას სისხლჩაქცევები აქვს, მსაჯი სამარცხვინოა!" - სლუცკი გაცოფებულია
თარიღი 20 Sep 2021, 23:25

რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში ყაზანის რუბინი ქვეყნის ჩემპიონ ზენიტთან უშანსოდ, 1-3 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მთავარი მსაჯი სერგეი ივანოვი გააკრიტიკა, რომელმაც ყაზანელთა მწვრთნელი თამაშის მიმდინარეობისას გააძევა.

"თუ დავიწყებ იმ შეცდომების ჩამოთვლას, რომელიც მსაჯმა დაუშვა, ხელზე თითები არ მეყოფა. მთელ მსოფლიოში მსაჯები ჩემპიონატის ტექნიკურ ფეხბურთელებს შესაძლო ტრავმებისგან იცავენ. რა გააკეთა ივანოვმა? უყურებდა, როგორ აბიჯებდნენ ზენიტის ფეხბურთელები ფეხზე გამიზნულად კვარაცხელიას და თვალებს ხუჭავდა. ახლა კვარაცხელია ყინულებში ზის, სისხლჩაქცევები და შესაბამისად, რამდენიმე ადგილას ჰემატომა აქვს.

ვფიქრობ, სერგეი ივანოვი(მსაჯი) არაკომპეტენტური და სამარცხვინოა. ის არაპროფესიონალია, პირადად არ მოვწონვარ, რის გამოც დღესაც შესაძლებლობისთანავე გამაძევა," - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

8 ტურის შემდეგ ყაზანის რუბინს სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიცია 14 ქულით უჭირავს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში რუბინის მაისურით 8-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.