ავტორიზაცია

რამდენი ქულით ჩამორჩება ბარსელონა ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერ მადრიდის რეალს?

რამდენი ქულით ჩამორჩება ბარსელონა ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერ მადრიდის რეალს?
თარიღი 21 სექ 2021, 01:11

ლა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ შინ „გრანადას“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმართა მეორე წუთზე გატანილ გოლს კატალონიელებმა ბოლო წუთზე უპასუხეს, როცა კუმანის გუნდი მარცხისგან მცველმა რონალდ არაუხომ იხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში მე-5 ტური დასრულდა, „ბარსელონას“ მხოლოდ 4 მატჩი აქვს ჩატარებული, რადგან „სევილიასთან“ წინა ტურის დაპირისპირება სამხრეთამერიკაში გვიან დასრულებული სანაკრებო მატჩების გამო გადაიდო.

ამ მომენტისთვის, „ბარსელონა“ 8 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „ატლეტიკოს“ კი - სამით.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონას“ გადადებულ შეხვედრაში გამარჯვებას მივაწერთ, მაშინ გუნდი მეორეადგილოსან „ატლეტიკოს“ ქულებით გაუთანაბრდება, „რეალი“ კი წინ 2 ქულით იქნება.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადადებული შეხვედრის მოგება „ბარსასთვის“ ადვილი სულაც არ იქნება, რადგან მეტოქედ „სევილია“ ეყოლება, თანაც „რამონ სანჩეს პისხუანზე“.