ავტორიზაცია

"მამარდაშვილი აუცილებლად გამოასწორებს შეცდომებს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს", - Marca

"მამარდაშვილი აუცილებლად გამოასწორებს შეცდომებს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს", - Marca
თარიღი 21 სექ 2021, 14:15

"ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ავტორიტეტული Marca-ც წერს. ესპანურ გამოცემას მიაჩნია, რომ ქართველი გოლკიპერის კარიერაში საგანგაშო არაფერი მომხდარა.

"მამარდაშვილი რეალის წინააღმდეგ თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში მოქმედებდა დამაჯერებლად, თუმცა ბოლოსკენ მის კარში ორი გოლი მაინც გავიდა.

პირველ გატანილ ბურთში ქართველი მეკარის დადანაშაულება რთულია, მეორე გოლის შემთხვევაში მან სცადა ცენტრალური მცველის როლის მორგება, რის გამოც ის ბენზემასგან დაისაჯა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გიორგიმ დაწერა "უიღბლობა, კარგი გამოცდილება", - რაც ნიშნავს იმას, რომ მარცხის მიუხედავად, ის მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

ვალენსიაში არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მათი გოლკიპერი გამოასწორებს შეცდომებს, დანარჩენს კი დრო გვიჩენებს", - წერს Marca 20-წლის კარის დარაჯის შესახებ.

შეგახსენებთ, "ღამურები" შემდეგ შეხვედრას ჩაატარებენ 22 სექტემბერს, "სევილიას" წინააღმდეგ. "მურსელაგოსის" კარს უდიდესი ალბათობით კვლავ მამარდაშვილი დაიცავს.