ავტორიზაცია

"მიქაუტაძის დახმარებით, სერენი იუპილერ ლიგაში მრისხანე ძალა იქნება", - ბელგიური პრესა

"მიქაუტაძის დახმარებით, სერენი იუპილერ ლიგაში მრისხანე ძალა იქნება", - ბელგიური პრესა
თარიღი 21 Sep 2021, 15:34

Voetbalkrant-ი კვლავ აგრძელებს "სერენის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერას. ბელგიურმა პრესამ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ქართველ ფორვარდთან ერთად, ლიეჟელები იუპილერ ლიგაში მრისხანე ძალა იქნებიან.

"მიქაუტაძე შესანიშნავად თამაშობდა გასულ სეზონში, უკანასკნელი შეხვედრები კი ამტკიცებს იმას, რომ მას იგივეს გაკეთება იუპილერ ლიგაშიც შეუძლია. ქართველი ფორმაში შედის.

მასთან ერთად, სერენს შეუძლია იყოს მრისხანე ძალა და უმაღლეს ლიგაში დიდი ხნით დარჩენაზეც იფიქროს. გიორგი წელს არაერთ სიურპრიზს შემოგვთავაზებს", - წერს Voetbalkrant-ი.

შეგახსენებთ, რომ ბელგიური გუნდის შემტევი არის "მეცის" საკუთრება, იუპილერ ლიგაში კი ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. "შავ-წითლების" 9-იანმა ამ სეზონში უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო.

აქვე დავამატებთ, რომ გასული სეზონი 20-წლის ბომბარდირისთვის გამოდგა საოცარი. 24 შეხვედრაში გატანილი 22 გოლით, "სერენის" წარმატებაში მან მთავარი როლი ითამაშა.