ავტორიზაცია

დადასტურდა: მესი ტრავმის გამო პსჟ-ს უახლოეს მატჩს გამოტოვებს

დადასტურდა: მესი ტრავმის გამო პსჟ-ს უახლოეს მატჩს გამოტოვებს
თარიღი 21 სექ 2021, 16:48

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, ლიონელ მესის მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს. არგენტინელმა ფორვარდმა ლიონის "ოლიმპიკთან" მატჩში მოედანი ნაადრევად სწორედ ამ მიზეზით დატოვა.

"პსჟ"-ს შემტევს ელის კიდევ ერთი გამოკვლევა, თუმცა მხოლოდ 48 საათში, ანუ ორ დღეში, ხვალ კი მისი გუნდი ლიგა 1-ის მორიგი ტურის ფარგლებში "მეცს" ხვდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ 34-წლის ბომბარდირი აღნიშნულ შეხვედრას უდიდესი ალბათობით გამოტოვებს, 48 საათში ჩასატარებელი გამოკვლევა კი ყველაფერზე დეტალურ პასუხს გასცემს.

აქვე დავამატებთ, პარიზელთა 30-ე ნომერი ვარჯიშზე გამოცხადდა კოჭლობით, მას არ უვარჯიშია საერთო ჯგუფთან ერთად, მთელი კი აღდგენით ოთახში გაატარა.

შეგახსენებთ, "ლურჯ-წითლებში" გადმოსვლის შემდეგ, მესიმ მოასწრო სამი შეხვედრის ჩატარება, თუმცა გოლის გატანა მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა. ვნახოთ, როდის დაბრუნდება არგენტინელი.