ავტორიზაცია

ზედიზედ მეექვსედ! - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადშია!

ზედიზედ მეექვსედ! - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ძირითადშია!
თარიღი 22 სექ 2021, 20:36

ლა ლიგის მე-6 ტურში გაიმართება საინტერესო მატჩი "ვალენსიასა" და "სევილიას" შორის.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაშია ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

20 წლის მამარდაშვილი "ვალენსიას" სასტარტოში ზედიზედ მეექვსედ იწყებს.

წინა 5 ტურში მამარდაშვილმა ჯამში 4 გოლი გაუშვა, აქედან 2 "რეალთან."