ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სუპერლიგა იყო რობინ ჰუდი, ოღონდ პირიქით - ღარიბებს ძარცვავდა, რათა მდიდრებისთვის გადაეცა"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "სუპერლიგა იყო რობინ ჰუდი, ოღონდ პირიქით - ღარიბებს ძარცვავდა, რათა მდიდრებისთვის გადაეცა"
თარიღი 24 სექ 2021, 16:24

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა სუპერლიგის იდეა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„იმედია, უეფას პოზიცია სუპერლიგასთან დაკავშირებიტ ძალიან კონკრეტული და ცალსახაა. დიდი იმედი მაქვს, რომ 2024 წელს ჩვენ მართვის ახალ ფორმებს მოვიძიებთ, რომელიც რესურსების უკეთ გამოყენებაში დაგვეხმარება.

ტურნირების ფორმატის შეცვლა საჭირო არ არის, ეს სხვებს ანადგურებს. სუპერლიგა იყო რობინ ჰუდი, ოღონდ პირიქით: ისინი ღარიბებს ძარცვავდნენ, რათა მდიდრებისთვის მიეცათ.

ლა ლიგაში მმართველი ორგანოები დიდი და პატარა კლუბების ინტერესებს შორის არის მოქცეული. მხოლოდ გრანდების აზრი მნიშვნელოვანი არ არის. ასე რომ ყოფილიყო, ფეხბურთი 5 წელიწადში ჩამოინგრეოდა.“ - აღნიშნა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში 12-მა ევროპულმა გრანდმა ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, საზოგადოების მხრიდან წამოსული უკმაყოფილების გამო, 9 მათგანმა პროექტის დატოვებაზე საჯარო განცხადება გააკეთეს.

ამ დრომდე, სუპერლიგაში ოფიციალურად მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ რჩებიან.