ავტორიზაცია

ითამაშებენ თუ არა ვერატი და ლეო მესი მანჩესტერ სიტისთან მატჩში?

ითამაშებენ თუ არა ვერატი და ლეო მესი მანჩესტერ სიტისთან მატჩში?
თარიღი 26 სექ 2021, 20:35

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ და თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს.

RMC Sport-ის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელმა შეუზღუდავად ვარჯიში უკვე განაახლა და ჩემპიონთა ლიგისთვის მზად უნდა იყვნენ.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მათი მონაწილეობის თაობაზე ხვალ, 27 სექტემბერს იქნება მიღებული.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი „პსჟ“ – „სიტი“ 28 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

პირველ ტურში „მან სიტიმ“ „ლაიპციგი“ 6:3 დაამარცხა, „პსჟ“ კი სტუმრად „ბრიუგეს“ დაუზავდა (1:1).

მესიმ ტრავმა „ლიონთან“ მატჩში მიიღო და „პსჟ-ს“ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, ვერატის კი 5 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.