ავტორიზაცია

რა სჭირს კვარაცხელიას - მოტივაციის ნაკლებობა თუ უბრალოდ ფორმაში შესვლის პროცესი?

რა სჭირს კვარაცხელიას - მოტივაციის ნაკლებობა თუ უბრალოდ ფორმაში შესვლის პროცესი?
თარიღი 27 სექ 2021, 10:20

რუსეთის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "დინამოსთან" დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს.

ფაქტია, რომ ქართველი შემტევის თამაშის ხარისხი უკანასკნელ მატჩებში იდეალურისგან შორს არის და რუსულ პრესაში უკვე ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი მოტივაციის ნაკლებობას განიცდის.

ამის მიზეზი თითქოს არის უამრავი სატრანსფერო ჭორის მიუხედავად, ისევ რუსულ გუნდში დარჩენა. ამ ფაქტს გამოეხმაურა ლეონიდ სლუცკის თანაშემწე, ოლეგ ვერეტენიკოვი:

"არავითარი მოტივაციის ნაკლებობა, კვარაცხელია ნამდვილად მონდომებულია. ის გადის იმ გზას, რა გზაც გაიარა დესპოტოვიჩმა, როდესაც მან სერიოზული ტრავმა მოიშუშა.

სერბ თავდამსხმელს დასჭირდა ფორმაში ჩადგომა და იგივე მდგომარეობაში არის ქართველი შემტევიც. ის ძველებურად აუცილებლად ათამაშდება", - განაცხადა რუსმა.

შეგახსენებთ, რომ "წითელ-მწვანეების" ვინგერმა მიმდინარე სეზონში მოასწრო ცხრა თამაშის ჩატარება, რომელშიც მან გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი ასისტი.