ჩემპიონთა ლიგა: მეორე ტური - ტოქსიკური პსჟ-ს პირველი რთული გამოცდა ფულის დერბიში სიტისთან

დღეს, ჩვენი დროით 20:45 და 23:00 საათებზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური. მიმოვიხილოთ ყველაფერი საინტერესო მატჩების დაწყების წინ.
A ჯგუფი
პსჟ-მან სიტი 23:00
ლაიფციგი-ბრიუგე 23:00
დღის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება სწორედ აღნიშნულ ჯგუფში, ე.წ. "ფულების დერბი" ან "ევრო-ფუნტი სტერლინგის" წინააღმდეგ, ერთი სიტყვით, "პსჟ" - "სიტი". "პარი სენ-ჟერმენმა" პირველ ტურში სენსაციურად ვერ დაამარცხა "ბრიუგე" (1:1), მანჩესტერელებმა კი უხვგოლიან მატჩში "ლაიფციგს" მოუგეს (6:3).
ისმის კითხვა - ითამაშებს თუ არა დღეს ლიონელ მესი? არგენტინელმა თავდამსხმელმა უკვე ივარჯიშა სრული დატვირთვით საერთო ჯგუფში, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრავმა მოშუშებულია. თუ არ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი, პარიზელთა ფორვარდი აუცილებლად იქნება განაცხადში, თუმცა უცნობია, ძირითადში თუ სკამზე.
წყვილი, რომელიც იმყოფება "ლურჯ-წითლებისა" და "ქალაქელების" დაპირისპირების ჩრდილში - "ლაიფციგი"-"ბრიუგე". რა შეიძლება ითქვას ამ ორი გუნდის შესახებ? "რედ ბულსმა" უკვე დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ბევრი გოლის გატანა, თუნდაც "ლურჯების" კარში, ბელგიელებისთვის კი არც მაურისიო პოჩეტინოს გუნდი გამოდგა სერიოზული პრობლემა.
B ჯგუფი
მილანი-ატლეტიკო 23:00
პორტო-ლივერპული 23:00
"მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა ხმაურიანად, პირველი შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს, ამ გუნდმა ერთგვარი ცივი შხაპი "ლივერპულს" მიაღებინა. "როსონერი" იგებდა 2:1-ს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულები მაინც მერსისაიდელები გამოვიდნენ. როგორც ვიცით, "შავ-წითლები" ამ ტურნირზე 7 წელი ვერ ხვდებოდნენ.
"ეშმაკების" უკანასკნელი მოწინააღმდეგე იყო სწორედ "ატლეტიკო" და ის მერვედფინალური დაპირისპირება სწორედ ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. იმის შემდეგ, "სან სიროზე" შეიცვალა ბევრი რამ, მადრიდში კი მნიშვნელოვანი არაფერი და ეს ცუდი სულაც არ არის. "როხიბლანკოს" კვლავ წვრთნის დიეგო სიმეონე, რომელიც ლა ლიგის მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც დაფიქრდა.
"წითლებზე" უკვე ვისაუბრეთ და ავღნიშნეთ ის ფაქტი, რომ ამ გუნდმა პირველ ტურში სტეფანო პიოლის გუნდი დაამარცხა. "სქაუზერები" ფავორიტებად ითვლებიან ახლაც, სტუმრად "პორტოსთან". ის ფაქტი, რომ პორტუგალიელებმა გაძლეს "ინდიელებთან" (0:0), ნამდვილად ბევრს ნიშნავს. ვნახოთ, რა იქნება ახლა.
C ჯგუფი
დორტმუნდი-სპორტინგი 23:00
აიაქსი-ბეშიქთაში 20:45
"სპორტინგმა" ამ ჯგუფში უკვე გაუშვა ხუთი გოლი, ოთხი კი ერთი ფეხბურთელისგან და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ერლინგ ჰოლანდთან შეხვედრა ჯერ მხოლოდ ახლა არის. დიახ, ლისაბონში გაილაღა არა ნორვეგიელმა, არამედ სებასტიენ ჰალერმა. წარმატებები ვუსურვოთ "ლომებს" უკვე "დორტმუნდთან".
"აიაქსი" უბრალოდ შეუდარებელია. "თეთრ-მწვანეებთან" შეხვედრას რომ თავი დავანებოთ, ამ გუნდმა ერედივიზიაში გამოდნო 9:0 (!) და სამჯერ 5:0. ამსტერდამელებმა ნამდვილად იციან, თუ რას ნიშნავს გოლების გატანა. "ბეშიქთაში" კი დღეს "ბორუსიასთან" პირველ მატჩში გაფუჭებული ხასიათის გამოსწორებას ეცდება.
D ჯგუფი
შახტარი-ინტერი 20:45
რეალი-შერიფი 23:00
"ინტერი" ძალიან კარგად გამოიყურებოდა "რეალთან" დაპირისპირებაში და ტიბო კურტუას ეფექტური თამაში რომ არა, მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდა. ვნახოთ, რა იქნება "შახტართან", რომელმაც მილანელები გასულ სეზონში ჯგუფიდან არ გაუშვა. იქამდე კი "ნერაძურიმ" დონეცკელები ევროპა ლიგის 1/2 ფინალში გაანადგურა.
წარმოიდგენდით, რომ მადრიდელების მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე ოდესმე "შერიფი" იქნებოდა. ტირასპოლელთა ზღაპარი ჯერ არ დასრულებულა და უკრაინელებთან მოპოვებული გამარჯვება ამის ნათელი მტკიცებულებაა. "სამეფო კლუბი" გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ ცხადია, მოლდაველები კიდევ ერთი სენსაციის გამოდნობას ეცდებიან.