მესის პსჟ-სთან გაფორმებული კონტრაქტის ახალი დეტალები
მოგეხსენებათ, გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ "პსჟ"-სთან "2+1" სქემიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები თანამშრომლობას კიდევ ერთი სეზონით იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ თავად არგენტინელი სუპერვარსკვლავი მოინდომებს.
თუმცა, როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC წერს, ეს ცალმხრივი შეთანხმება არ არის, ასე რომ კლუბმაც უნდა განაცხადოს თანხმობა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.
ცნობილი გახდა, რომ 34 წლის თავდამსხმელის წლიური ანაზღაურება 30 მილიონ ევროს შეადგენს. მისი ხელფასიდან 1 მილიონი კრიპტოვალუტაშია გათვალისწინებული.
აგრეთვე, პარიზულ კლუბში გატარებულ მეორე და მესამე სეზონებში მესი 10-10 მილიონს მიიღებს ერთგულების ბონუსის სახით. ასე და ამგვარად, პარიზში საერთო ჯამში იგი 110 მილიონს გამოიმუშავებს.