ავტორიზაცია

თითქოს არაფერი ყოფილა - უეფამ სუპერლიგასთან დაკავშირებული ყველანაირი სამართალწარმოება შეაჩერა

თითქოს არაფერი ყოფილა - უეფამ სუპერლიგასთან დაკავშირებული ყველანაირი სამართალწარმოება შეაჩერა
თარიღი 28 Sep 2021, 11:03

ოფიციალურად დადასტურდა, რომ უეფამ სუპერლიგასთან დაკავშირებული ყველანაირი სამართალწარმოება შეაჩერა. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია ედავებოდა მადრიდის "რეალს", "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსს".

აღნიშნული სამეული სუპერლიგიდან არ გასულა, უეფა კი ამ გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთითაც კი იმუქრებოდა. კლუბებს ბრალად ედებოდათ უეფას საკლუბო ნორმატიული დოკუმენტების პუნქტების დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ კი წარმოება შეაჩერა ისე, "თითქოს არც არასდროს ყოფილა". აღნიშნული ინფორმაცია უეფას პრეს-სამსახურმა აგრეთვე ოფიციალურად დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მადრიდულმა სასამართლომ შემოიტანა დადგენილება, რომლის თანახმადაც უეფას არ აქვს კლუბების ევროტურნირებიდან მოკვეთის უფლება.

სასამართლო აგრეთვე არსებული სანქციების მოხსნასაც ითხოვდა. ფინანსური სანქციები მოეხსნა იმ კლუბებსაც, რომლებიც სუპერლიგის პრეოქტიდან მაისში გავიდნენ

ესენი არიან - "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ტოტენჰემი", "ინტერი" და "მილანი". უეფა დამატებითი სირთულეების ასარიდებლად მიდის კომპრომისზე, მაგრამ ცხადია, ორგანიზაცია მაისში დადებული შეთანხმების შესრულებასაც ითხოვს.